ABJARI– აბჯარი (შემდგომში abjari.ge) და დამკვეთი/კლიენტი/მომხმარებელი ერთობლივად მოიხსენებიან, როგორც მხარეები და ცალ-ცალკე, როგორც მხარე. მხარეები, ადასტურებენ რა მათ უფლებაუნარიანობას და ქმედუნარიანობას იკისრონ ვალდებულებები და ამ მიზნით თანხმდებიან, შემდეგზე:

  • abjari.ge არის ონლაინ მაღაზია, რომელიც მის მართველობაში მქონე ვებ-გვერდების მეშვეობით კლიენტს სთავაზობს სხვადასხვა სახის პროდუქციას.
  • კლიენტი დაინტერესებულია ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად, შეიძინოს ვებ-გვერდზე განთავსებული პროდუქცია. საკურიერო მომსახურეობის გადახდა ხდება კურიერთან ადგილზე მიტანის დროს
  • abjari.ge საშუალებას აძლევს კლიენტს, ნივთის მიწოდებისას, ვიზუალურად დაათვალიერებინოს შერჩეული პროდუქტი და მოწონების შემთხვევაში შეიძინოს ნივთი.